ჩვენს შესახებ
|
HOTSPOT.GE - თქვენი ინტერნეტ მაღაზია საქართველოში! HOTSPOT.GE არის პირველი სრულყოფილი ინტერნეტ მაღაზია ქართულ ინტერნეტ სივრცეში. დღეიდან ჩვენი მეშვეობით გაგიადვილდებათ ყველანაირი ელექტრო ტექნიკის არჩევა და შეძენა. ვებ გვერდზე თქვენ შეძლებთ აირჩიოთ და შეუკვეთოთ წამყვანი მწარმოებლების 8300 დასახელების მუდმივად განახლებადი ელექტრო ტექნიკა. ჩვენი მთავარი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ ყველაზე ფართო არჩევანი საუკეთესო ფასად. ჩვენ ვუზრუნველყოფთ შეძენილი ნივთის ადგილზე მიტანას, მონტაჟს, სხვადასხვა სახის საგარანტიო სერვისს. ჩვენ ვუზრუნველყოფთ საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას ჩვენთან შეძენილ ნებისმიერ საქონელზე. ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში შეძენილ ნებისმიერ საქონელს მოყვება საგარანტიო ტალონი მწარმოებლის ან მაღაზიის. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ინტერნეტის ან ტელეფონის მეშვეობით. ჩვენი კომპანია უფასოდ მოგიტანთ შეძენილ პროდუქტს და მოგცემთ საშუალებას 7 დღის განმავლობაში დააბრუნოთ შენაძენი, თუ დაცული იქნება პროდუქციის უკან დაბრუნების ინსტრუქცია:1. პროდუქცია რომლის ინსტალაცია არ მომხდარა(მაგ: არ დავიბრუნებთ სარეცხ მანქანას რომელიც დაყენებულია ან კონდინციონერს რომელიც ინსტალირებულია); 2. მომხმარებელმა არ უნდა გადააგდოს პროდუქციის ყუთი და შესაბამისი დოკუმენტაცია; 3. პროდუქცია არ უნდა იყოს დაზიანებული . დაგვიკავშირდით , მიიღეთ სათანადო კონსულტაცია ნებისმიერ პროდუქციაზე, შეუკვეთეთ ნებისმიერი თქვენს მიერ არჩეული ნივთი. თქვენ გადაიხდით მხოლოდ მას შემდეგ რაც ჩვენი კურიერი სახლში მოგიტანთ თქვენს შენაძენს. თუ გაინტერესებთ, ნახოთ თქვენს მიერ ვებ გვერდზე არჩეული პროდუქტი, მობრძანდით ჩვენს მაღაზიაში მისამართზე თბილისი საბურთალოს ქ. N32, სადაც შეძლებთ თქვენს მიერ არჩეულ პროდუქტის ვიზუალურ დათვალიერებას და მიიღებთ მაღალკვალიფიციურ კონსულტანციას ნებისმიერ პროდუქტზე HOTSPOT.GE თანამშრომლობს წამყვან კომერციულ ბანკებთან, რაც გაძლევთ საშუალებას აირჩიოთ და ისარგებლოთ სხვადასხვა განვადების პირობებით. |
|