"HOT" -მიმოხილვა უსარკო Olympus OM-D

29 მარტი 2012

8 თებერავალს კომპანია Olympus-მა დააანონსა ახალი კამერა Micro Four-Thirds ოჯახიდან. ეს არ არის მხოლოდ PEN სერიის მორიგი მოდელი.
მოდელის ახალი სახელწოდებაა Olympus OM-D. რას ვიზამთ ევოლუცია არ დგას ერთ ადგილას. მთელი ისტორია OM-ზე დაიწყო მთლიანად მექანიკური მოდელით, ამის შემდეგ გამოჩნდა მოტორიზებულებიც-იმისთვის რომ გადახვეულიყო ფირი ახალი კადრის გადასაღებად, გამოიყენებოდა მიკრომოტორი. ახლა კი გადახვევას გვახსენებს მოსახერხებელი საყრდენი ცერა თითის ქვევით, კამერის უკანა მხარეს.

957.jpg 959.jpg

ექსტერიერი
Olympus OM-D E-M5 (სწორედ ასეთ სახელწოდებას შეგიძლიათ შეხვდეთ ფასთა-ნუსხაში ონლინ-მაღაზიებში) კორპუსი დამზადებულია მაგნიუმის შენადნობით და დაფარულია რეზინით, ხელის კარგად მოსაკიდებლად. არის ორი ფერის : შავი და ვერცხლისფერი — შავში.
ვერცხლისფერი — შავში — უდავოდ ერთგვარი რევერანსი ისტორიისადმი, ვინაიდან აპარატი გარეგნულად მაქსიმალურად მიმსგავსებულია თავის ისტორიულ ანალოგს. შავი კი წარმოადგენს მარკეტინგულ ძღვენს დღევანდელობისადმი. იგი აკმაყოფილებს თანამედროვე კონცეპციას , თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს „სერიოზული“ აპარატი, მაგალითად : „SLR”.
ელემენტის დამატებითი განყოფილების მეშვეობით, რომელიც თავსებადია ვერტიკალური დამჭერის სახელურთან, არც თუ ისე დიდი კამერა შესაძლოა გადაიქცეს რაღაც გრანდიოზულად, რომელიც თავისი კონტურის მოყვანილობით სარკისებურ კამერას გვაგონებს. კამერის ზომებია : 122 х 89 х 43 მმ, წონა — მეხსიერების ბარათთან და ელემენტთან ერთად 425 გრამს იწონის. ასე რომ ყველა მიღებული კომბინაცია დამოკიდებული იქნება ობიექტივზე.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ Olympus E-M5 — არის მსოფლიოში პირველი უსარკო აპარატი ცვალებადი ლინზებით, რომელსაც გააჩნია სერიოზული დაცვის სისტემა მტვრისა და ტენიანობისგან. ასევე დაცვის სისტემა აქვს გარე მაშუქს და kit ობიექტივს (M.Zuiko 12-50mm F3.5-6.3). დამატებითი აქსესუარის სახით ექსტრემალური გადაღების მოყვარულთათვის შეთავაზებულია ახალი დაცული ადაპტერი MMF-3.

960.jpg

სტაბილიზატორი
უმნიშვნელოვანეს ინოვაციას E-M5-ში , წარმოადგენს გამოსახულების სტაბილიზაციის ჩაშენებული სისტემა, რომელიც ხორციელდება მატრიცის 5 მიმართულებით ცვლილების ხარჯზე: ჰორიზონტალური და ვერტიკალური გადანაცვლებისას, უკან-წინ გადაადგილებისას და ბრუნვისას. თუმცა რეალურ ცხოვრებაში კადრის სიმკვეთრეზე შეასაძლოა გავლენა იქონიოს ხუთმა მოქმედებამ. ხუთი, აქამდე ხელმიუწვდომელი, სტაბილიზატორი განსაკუთრებით სასარგებლო იქნება მაკრო სურათების გადასაღებად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სტაბილიზაციის რეჟიმის გამორთვა შეუძლებელია, შესაბამისად ის მუშაობს ვიდეო კლიპების გადაღების დროსაც.

962.jpg

ხედისმაძიებელი
ახალი კამერის მთავარი უპირატესობა მდგომარეობს ჩაშენებულ ელექტრო ხედისმაძიებელში. თუ PEN სერიის ფოტოაპარატებში ხედისმაძიებელი ცალკე უნდა შეგვეძინა და დაგვეყენებინა გარე მაშუქის ბუდეში, აქ უკვე ეგ პრობლემა მოიხსნა. ელექტრო ხედისმაძიებელს აქვს გაფართოება 1,44 მილიონი წერტილი. ის უზრუნველყოფს 100%-იან ხედვის არეს და გაზრდას — 1,15x , მაქსიმალური დაშორება ოკულარიდან თვალამდე არის 18 მმ . ძირითად მახასიათებელს ხედისმაძიებელში წარმოადგენს, რეაგირების მოკლე დრო, რომელიც მოსახერხებელია დინამიური სიუჟეტების გადაღებისას.
ინჟინრები განსაკუთრებულად აღნიშნავენ, უნიკალურ ოპტიკურ დიზაინს, რომელიც უზრუნველყოფს მშვენიერ გამოსახულებას კადრის მთელ სივრცეზე. კამერას აქვს სენსორი, რომელიც რეაგირებს თვალის მიახლოვებაზე და ახდენს ავტომატურ გადართვას ხედისმაძიებელიდან დისპლეიზე ან პირიქით. თუმცაღა ასევე აქვს ღილაკი რომელიც ამ მანიპულაციას მექანიკურად ახდენს. ხედისმაძიებლის ბოლოში აისახება ინფორმაცია გადაღების პროცესზე.

961.jpg

სიჩქარე
მწარმოებელი ირწმუნება, რომ OM-D კამერა აღჭურვილია მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ავტოფოკუსის სისტემით FAST AF (Frequency Acceleration Sensor Technology), რომელმაც უკვე დაამტკიცა თავისი ეფექტურობა PEN E-P3- ში. ახალ მოდელში მნიშვნელოვნად გაზრდილია მონაცემთა გაცვლის სიჩქარე კამერასა და ობიექტივს შორის და მაღალსიჩქარიან ავტოფოკუსთან სამუშაოდ ადაპტირებულია ტექნოლოგია MSC (Movie & Still Compatible). სერიული გადაღების სიჩქარე 9 კადრი წამშია ავტოფოკუსირების გარეშე, მასთან ერთად კი 4,2 კადრი წამში. ასე რომ ავტოფოკუსირება კამერაში Olympus E-M5 ძალიან სწრაფი გამოდგა.
კომპანია ასევე აცხადებს, რომ ფოკუსირების სიჩქარე დაახლოვებით 20%-ით უფრო მეტია ვიდრე E-P3 -ზე. ახალ კამერაში ჩაყენებულია ორბირთვიანი პროცესორი TruePic VI. ეს არ არის მხოლოდ ფორმალური სახელწოდება, ვინაიდან ერთი ბირთვი ასრულებს LiveView-ს სამუშაოს, მეორე — გამოიყენება ინფორმაციის ჩასაწერად. და რასაკვირველია ახალი პროცესორი უზრუნველყოფს მატრიცის სწრაფ ურთიერთქმედებას ავტოფოკუსთან.

966.jpg

ეკრანი და მართვა
კამერა აღჭურვილია 3“ დიაგონალიანი მოძრავი OLED ეკრანით. ტექნოლოგიების გამოყენებით ის უფრო მკვეთრი და კონტრასტულია და არც თუ ისე ცუდად მუშაობს მზეზე. ის მოძრაობს მხოლოდ ერთ სიბრტყეზე, ეკრანის გაფართოებაა-610 000 პიქსელი, რაც 3:2 თანაფარდობისას გვაძლევს 305 000 წერტილს ზედა მხარეზე. იმის გამო, რომ ეკრანი სენსორულია, შესაძლებელია პირდაპირ მიუთითოთ ავტოფოკუსირების წერტილი და მასზე დაჭერით ფოტოც გადაიღოთ. ამასთანავე თქვენ აქედანვე გექნებათ წვდომა მართვის პანელთან და შეხების შედეგად შესაძლებელი იქნება გარკვეული პარამეტრების შეცვლაც.

964.jpg

ობიექტივი
OM-D თავსებადია მიკრო 4/3 სტანდარტის ყველა ობიექტივთან, რომელთა მოდელების ხაზს შეემატება კიდევ ორი მოდელი : M.ZUIKO DIGITAL ED 75მმ 1:1.8, M.ZUIKO DIGITAL ED 60მმ 1:2.8 მაკრო. 75მმ ობიექტივი აღჭურვილი იქნება მაღალი ხარისხის ლითონის კორპუსით, რომელიც დიაფრაგმის სწრაფი რეგულირების საშუალებას მოგცემთ. 60მმ ობიექტივი, რომელსაც გააჩნია მტვრისგან და ნესტისგან დაცვა, საშუალებას იძლევა გადაიღოთ მაკრო რეჟიმში მასშტაბით 1:1 და მინიმალური ფოკუსური მანძილით 0,19 მ.

968.jpg

გადაღების რეჟიმი
კამერაში შესაძლებელია ჩართოთ სპეციალური რეჟიმი, არტ-ფილტრი, რომელიც მყისიერად ეკრანზე და ხედისმაძიებელზე ამუშავებს სურათს რადიკალურად რთული ალგორითმით. ვინმეს შეუძლია თქვას, რომ ეს ყოველივე ხელმისაწვდომია Photoshop-ში ან Lightroom-ში, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ რომ ეს პროგრამები ამასთანავე ძალიან ძვირია. ზოგიერთს სურს მიიღოს შედეგი აქ და ახლავე, ამ შემთხვევაში კი მსგავსი ფუნქცია საკმაოდ გამოსადეგია.


967.jpg

რეჟიმი Live Bulb სერიოზულ კამერებში გამოიყენება ექსპონირების ხელით მართვისთვის. ძირითადად ის გამოიყენება ღამე და ელვის გადაღებისას, ანუ დიაფრაგმის გაღებას და დახურვას თქვენ არეგულირებთ, მაგრამ იმის ნახვა თუ რა ხდება დროის ამ მონაკვეთში მატრიცაზე, ამის საშუალება ადრე არ იყო, ახალ Olympus-ს კი შეუძლია გამოსახულების გამოტანა ეკრანის დისპლეიზე თქვენს მიერ მითითებული სიხშირით. თქვენ შეგიძლიათ მართოთ თუ როდის უნდა მორჩეს გადაღება, რომ მიიღოთ სასურველი ფოტო.
ამ ეტაპზე შესაძლოა ითქვას, რომ ფოტოაფარატი უკვე გახდა მოვლენა მსოფლიო ფოტოგრაფიაში. ეს არის საინტერესო განვითარება Olympus-ის ბრენდისა. ასევე საგულისხმოა რეტრო თემატიკის გამოყენება და ძლიერი მონაცემები: ორბირთვიანი პროცესორი, 5 ღერძიანი სტაბილიზატორი, შესანიშნავი ხედისმაძიებლი, სენსორული მოძრავი OLED ეკრანი, ავტოფოკუსირების სისწრაფე და მართვის კონტროლი.
დასასრულს, ყველა ნიშანი ფლაგმანური აპარატისა სახეზეა! აღსანიშნავია, ხარისხიანი დიზაინი, ფერების საინტერესო გადაწყვეტა. მისი ღირებულება კი მოსალოდნელია, რომ საკმაოდ მაღალი იქნება.