"HOT" მიმოხილვა Canon-ის საგაზაფხულო კოლექცია
კომპანია Canon არის აღიარებული მსოფლიო ლიდერი ფოტოაპარატების წარმოებაში. კომპანიისთვის უკვე ტრადიციად ქცეულ ღონისძიებაზე Canon-მა წარმოადგინა „საგაზაფხულო კოლექცია 2012“-მოწყობილობები, რომლებიც წლის ბოლომდე გამოვა გაყიდვაში. დავიწყოთ თითოეული სერიიდან:
PowerShot SX
ციფრული კომპაქტური ფოტოაპარატების სერია PowerShot SX შეივსო ორი მოდელით: SX260 HS და SX240 HS. უნდა აღვნიშნოთ, რომ თავიანთ კლასში ეს ყველაზე თხელი მოდელებია. პატარა, მაგრამ მძლავრი აპარატის შიგნით აყენია პროცესორი DIGIC 5, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის გამოსახულებას. მაღალმგრძნობიარე CMOS სენსორი შეიცავს 12MP-ს.
ობიექტივი მინიმალური ფოკუსური მანძილით 25მმ და 20ოპტიკური ზუმით, შორი კადრების გადაღების საშუალებას იძლევა. ასევე კამერას გააჩნია ოთხსაფეხურიანი ოპტიკური სტაბილიზატორი.
ახალი რეჟიმი Smart Auto მაქსიმალურად აადვილებს გადაღების პროცესს. ამ კამერების ავტორეჟიმი განასხვავებს 58-მდე სხვადასხვა სცენას და შეუძლია შეარჩიოს საუკეთესო პარამეტრი. ფუნქცია Face ID-ს (სახის ამოცნობა) შეუძლია არა მარტო ამოიცნოს ადამიანი, არამედ შემდეგში დაიმახსოვროს და მომდევნო ფოტოების გადაღებებისას მხოლოდ ეს ადამიანი დააფიქსიროს.
ორივე კამერას აქვს არამარტო ავტორეჟიმი, არამედ შესაძლებელია მთლიანად ხელით მართვაც: მგრძნობელობის, დიაფრაგმის და სიჩქარის შეცვლა.
SX260 HS-ს აქვს GPS მოდული, რომლითაც აპარატი აღნიშნავს თუ სად არის გადაღებული ფოტო და შეინახავს კოორდინატებს EXIF ფაილში.
PowerShot D20
Canon-ს არ დავიწყებია განეახლებინა წყალგაუმტარი და დარტყმა გამძლე აპარატი PowerShot D10, რომელიც გამოვიდა 2009 წელს. როგორც წინამორბედი, PowerShot D20-საც შეუძლია ჩამოვარდეს 1.5 მეტრიდან და წყალში გაძლოს 10 მეტრ სიღრმემდე. აპარატის კორპუსი კარგად არის დაცული მტვრისგან, ნესტისგან და თოვლისგან.
ცვლილებები შეეხო კამერის შიგთავსს. ობიექტივს მინიმალური ფოკუსური მანძილით 28მმ,გააჩნია ხუთჯერადი ოპტიკური მოახლოება და ახალი ინტელექტუალური გამოსახულების სტაბილიზატორი.
კამერას ასევე გააჩნია GPS მოდული, Full HD ვიდეოს გადაღება და Smart Auto რეჟიმი 32 სცენით. ყველაფერთან ერთად კამერა აღჭურვილია სპეციალური რეჟიმით წყალქვეშა გადაღებისთვის.
PowerShot G1 X
G1 X — კომპანიის სრულიად ახალი მოწყობილობაა, რომელსაც გააჩნია დიდი CMOS სენსორი (14,3MP; 18,7x14მმ ცოტათი ნაკლებია ვიდრე 600D). G1 X წარმოადგენს Canon-ის ტოპ აპარატის G12-ის განახლებას, რომლის მატრიცაც 6-ჯერ პატარაა ვიდრე ახალი მოდელისა. მწარმოებელი აცხადებს, რომ ეს კომპაქტური კამერა, მეტალის კორპუსით და საუკეთესო პროცესორით DIGIC 5, გვთავაზობს სარკიანი ფოტოაპარატების დონის გამოსახულების ხარისხს.
G1 X — ში ჩაყენებულია მაღალხარისხიანი ობიექტივი, წარმოებული იმავე ტექნოლოგიებით, როგორითაცაა სარკიანი ფოტოაპარატების EF სერიის ობიექტივები. ის ფარავს დიაპაზონს ფოკუსური მანძილისა 28-დან 112 მმ-მდე(ოთხჯერადი ოპტიკური ზუმი). ობიექტივი შეიცავს ჩამონტაჟებულ სამ საფეხურიან ფილტრს. კამერაში არის 7 სხვადასხვა ვარიანტი გამოსახულების სტაბილიზაციისა: ჩვეულებრივი (Normal IS), მაკროგადაღებისას (Macro IS), პანორამის გადაღებისას (Panning IS), გაძლიერებული (Powered IS) (მხოლოდ ვიდეოგადაღებისას), დინამიური (Dynamic IS), დინამიური მაკროგადაღებისას (Dynamic and Macro IS) და შტატივით გადაღებისას (Tripod Mode).
ასევე მას აქვს სარკიანი ფოტოაპარატების ძირითადი ფუნქციები, როგორებიცაა: გამოსახულების შენახვა RAW და DPP ფორმატში, მაღალსიჩქარიანი სერიული გადაღება მაღალი გაფართოებით, HDR რეჟიმი და ვიდეოს გადაღება Full HD ფორმატში. G1 X-ს რომ ჰქონდეს ობიექტივის გამოცვლის საშუალება, ის იქნებოდა სრულფასოვანი სარკიანი აპარატი.
IXUS 510 HS და 240 HS
Canon-მა ასევე განაახლა მოდური კომპაქტური ფოტოაპარატების IXUS სერია 510 HS და 240 HS. ძირითადი ცვლილება წინამორბედებთან შედარებით ეს არის Wi-Fi უკაბელო კავშირის ფუნქცია. ორივე მოდელს გააჩნია მაღალმგრძნობიარე CMOS სენსორი, ინტელექტუალური 3.5-საფეხურიანი სტაბილიზატორი და პროცესორი DIGIC 5 — ანუ აღჭურვილია Canon-ს უახლესი გამოგონებებით და მოდური დიზაინით.
510 HS-ს გააჩნია ფართეკუთხიანი ობიექტივი ფოკუსური მანძილით 28მმ, 12-ჯერადი ოპტიკური ზუმით და 21-ჯერადი ციფრული ზუმით (ZoomPlus ტექნოლოგია). აღჭურვილია 10.1MP მატრიცით. 240 HS-ს გააჩნია უფრო ფართეკუთხიანი ობიექტივი ფოკუსური მანძილით 24მმ, 5-ჯერადი ოპტიკური ზუმით და 10-ჯერადი ციფრული ზუმით. აღჭურვილია 16.1MP მატრიცით. ორივე მოდელი აღჭურვილია სენსორული თხევადკრისტალური ეკრანით დიაგონალით 3,2“ და გაფართოებით 460000 წერტილი.
ამით Canon-ს კოლექციის ჩვენება დამთავრებულია. იმედია ჩვენი მიმოხილვა დაგეხმარებათ საუკეთესო შენაძენის გაკეთებაში.