"HOT"-მიმოხილვა Acer-ის სათამაშო ულტრა ბუქი
Acer-მა წარმოადგინა პირველი 15,6 დუიმიანი სათამაშო ულტრაბუქი NVIDIA Kepler გრაფიკით.
კომპანია Acer — მა წარმოადგინა ძალიან საინტერესო პროდუქცია: ულტრაბუქი Aspire Timeline M3-581TG, რომლის დიაგონალი 15,6 დუიმია, გაფართოება 1366x768 , აქვს მთლიანი კლავიატურა, ოპტიკური დისკწამყვანი, ასევე დისკრეტული გრაფიკა-ახალი თაობის NVIDIA Kepler . ახალი პროდუქტი არამხოლოდ აკმაყოფილებს Intel -ის მოთხოვნებს ულტრაბუქებთან , მას ასევე შეუძლია შესთავაზოს ძალიან კარგი წარმადობა კომპაქტ პაკეტში. Acer -მა გამოიყენა მთელი თავისი ძალისხმევა იმისთვის, რომ მისი ულტრაბუქი Aspire Timeline M3 მოხვდეს დახლებზე რაც შეიძლება მალე, ვინაიდან NVIDIA-მ ნაადრევად გადაწყვიტა ისაუბროს თავის 28 ნმ მობილურ გრაფიკაზე .
ნოუთბუქს აქვს პროცესორი Intel Core i7-2637M (Sandy Bridge, 2-ბირთვით, სიხშირე 1,77 GHz, 4მბ ქეშ მეხსიერება L3, TDP 17 W-მდე ) 6 GB RAM, DDR3 1333 MHz, 256 — GB SSD ან 500 GB ჰიბრიდული დისკი, 3-cell Lithium-პოლიმერული ელემენტი , რაც მთავარია — გრაფიკა GeForce GT 640M 1GB .
ვიდეოკარტა NVIDIA GeForce GT 640M 1GB დაფუძნებულია GK107 ჩიპზე: ბირთვი მუშაობს 384 ნაკადიანი პროცესორით, რომელიც მუშაობს 625MHz სიხშირემდე. (425 MHz — სტანდარტული, ხოლო მოცდის რეჯიმში GPU სიხშირე მცირდება 135 MHz- მდე). Kepler-ში არ არის გამოყოფილი სიხშირე შეიდერული პროცესორებისთვის. რა თქმა უნდა, აქვს Optimus ტექნოლოგიის მხარდაჭერა, როდესაც დისკრეტული დამაჩქარებელი მთლიანად ითიშება. ვიდეომეხსიერება მოქმედებს 910 MHz სიხშირეზე.
როგორც მოსალოდნელი იყო, Kepler დამაჩქარებლები იქმნებიან ტექნოლოგიური პროცესის TSMC 28 ნმ ნორმით, რამაც შესაძლებლობა მისცა NVIDIA -ს შეემცირებინა ჩიპის ენერგომოხმარების ოდენობა. ის შესაძლოა გამოიყენო ისეთ თხელ მოწყობილობებში, როგორიცაა ულტრაბუქი.
Acer Aspire Timeline M3 ულდტაბუქის სისქე 20მმ და იწონის 2,3კგ . Acer-მა აღჭურვა მოწყობილობა სამი USB პორტით , გამომავალი HDMI 1.4a. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი USB პორტია USB 3.0- სასურველი იქნებოდა ორი მსგავის პორტის არსებობა მაინც. USB 3.0 მოწყობილობის შეერთებისას ძველ USB 2.0 — ში ოპერაციული სისტემა აფრთხილებს მომხმარებელს , რომ სიჩქარის გაზრდა შესაძლებელია დამაკავშირებელი ბუდე SuperSpeed USB- ით.
რაც შეეხება წარმადობას GeForce GT 640M- ში: Counter-Strike: Global Offensive ბეტა ვერსიით მაქსიმალურ დეტალიზაცია იძლევა 95-107 FPS, F1 2011 უმაღლესი ხარისხის პარამეტრებისას -37 FPS, და Skyrim გვაძლევს თითქმის სრულ სურათის დეტალიზაციისას (Ultra) – 27-34 FPS. როგორც სჩანს, თამაშების ტესტირება ხდებოდა მაქსიმალურ რეზოლუცის მხარდაჭერაზე — 1366x768.
ულტრაბუქზე შესაძლებელია უპრობლემოდ ითამაშოთ Battlefield 3 პარამეტრებზე Ultra და გაფართოება 1366x768. უნდა ავღნიშნოთ რომ შედეგი ნამდვილად შთამბეჭდავია. მიუხედავად არც თუ ისე ცუდი წარამდობისა, როგორც გვატყობინებენ Acer-ის ახალი ულტრაბუქის მუშაობის ხანგრძლივობა ავტონომიურ რეჟიმში არის 8 საათი(სტანდარტული მუშაობისას და გამორთული დისკრეტული ვიდეოდაფის შემთხვევაში). ყველა ამბობს რომ Kepler- ში კომპანია NVIDIA — მ შესასრულა დიდი სამუშაო და ველით საინტერესო ჭიდილს AMD-სთან.
Acer გვპირდება, რომ Aspire Timeline M3 გაყიდვაში გამოვა უკვე ამ თვის ბოლოდან. სინგაპურში გამოფენაზე ამ ნოუთბუქის ფასი იყო 1035$, რაც ნამდვილად არ არის ძვირი ამ მოდელისთვის.

