როგორ შევარჩიოთ კარავი ?

13 აგვისტო 2012

1312.jpg მზე გვახარებს ზაფხულის სიცხით და ბევრი სერიოზულად დაფიქრდა, თუ როგორ გაატაროს მოახლოვებული შვებულება და არდადეგები. თუ თქვენ გიზიდავთ მთები ან ტყის ტბა, თუ თქვენ ხართ აქტიური ტურისტი ან უბრალოდ უერთდებით ლაშქრობას, პირველი რაზეც უნდა დაფიქრდეთ ეს არის კარავი. ის გახლავთ ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი ტურისტულ ინვენტარში. ერთი თუ ორი კვირით კარავი გახდება თქვენი სახლი და დაგიცავთ ქარისგან, სიცივისგან და ტენიანობისგან. ის გახდის შესაძლებელს გამოიძინოთ კომფორტულად და მოიკრიფოდ ძალები ყოველდღიური ლაშქრობებისთვის.

კარვების ტიპის და ზომის მრავალფეროვნება ართულებს ძებნის პროცესს. ჩვენ თქვენ დაგეხმარებით გააკეთოთ ზუსტი არჩევანი. პირველი კითხვა რაც უნდა დავსვათ, რა მიზნებისთვის გვჭირდება კარავი?

პასუხის ვარიანტები შეიძლება დავყოთ სამად ნაწილად:

-კემპინგი თუ ავტო-მოგზაურობა. თქვენ არ აპირებთ ადგილიდან ადგილზე გადასვლას, კარავი ფიქსირდება სტაციონარულად, ვთქვათ ერთი კვირით. ან თქვენ ხართ ავტო-მოგზაური და გადადიხართ ადგილიდან ადგილზე მანქანის საშუალებით.

- სამოყვარულო ტურიზმი. თქვენ აპირებთ მოგზაურობას მთაში თქვენივე კმაყოფილებისთვის, რთული მწვერვალების დაპყრობის გარეშე. აქვე შეიძლება შევადაროთ ერთმანეთს ველოტურიზმი და ფეხით მთასვლელობა.

-პროფესიონალური ტურიზმი. ეს აქტიური მოგზაურობაა, ზოგჯერ- 3000 მეტრის სიმაღლეზე ასვლით, ალპინიზმი და რეკორდები. ასეთ ლაშქრობებს ჭირდება ყველაზე ფრთხილი მომზადება. თუ თქვენ ზუსტად გაუკეთებთ ფორმულირებას თქვენი მოგზაურობის მიზანს, თქვენ გაგიადვილდებათ ძირითადი მოთხოვნების პოვნა კარავის არჩევისას. ქვევით-დაფა, რომელიც დაგეხმარებათ ძიების გამარტივებაში.

წონა და ზომა 1313.gif

ეს პარამეტრები მნიშვნელოვანია ფეხით მოსიარულე ტურიზმისთვის, მითუმეტეს პროფესიონალისთვის. მთელი ეს დრო თქვენ მოგიწევთ კარვის თან ტარება. პირველ რიგში ჩამოყალიბდით, რამდენი ადამიანი დაეტევა კარავში. კარავი არ საჭიროებს ფართობის გამოთვლას, უბრალოდ შეხედეთ რამდენ კაცზეა გათვლილი ის. მწარმოებლები დიდი ხანია მიუთითებენ ამ მახასიათებელს თითონ კარავზე. თუ თქვენ მოგზაურობთ ფეხით — ნუ ეცდებით მოიპოვოთ დიდი კომფორტი და სივრცე, როდესაც იღებთ ბანაკს რეზერვით, გახსოვდეთ რომ ეს დაამძიმებს კარავს წონაში, ამავე დროს წონის შემცირება ‘საცხოვრებელი სივრცის’ შევიწროებით არ არის საჭირო. თუ კარავს აწერია ‘2+’ მაშინ მასში კომფორტით ჩაეტევა ორი ადამიანი ბავშვთან ერთად. სამ მოზრდილ ადამიანსაც შეუძლია ღამის გატარება ასეთ კარავში, ამით თქვენ შეიმცირებთ კომფორტს, შესაბამისად ვერ დაისვენებთ სათანადოდ.

ორიენტირებული კარვის წონის ნორმად ტურისტებისთვის ითვლება 1.3 1.4 კგ ადამიანზე ორ ან სამ ადგილიან კარავში და 1.1 1.2 კგ ოთხადგილიანში. კარვის ზომა ასევე მნიშვნელოვანია ფეხით მოსიარულე და ველო ტურისტებისთვის. იმისთვის რომ კარავმა არ დაიკავოს ზურგჩანთის მთლიანი სივრცე, ან დაეტიოს ველოსაბარგულზე, ის უნდა იყოს საკმაოდ კომპაქტური. კემპინგისთვის და ავტომოგზაურობისთვის წონა და ზომა არ არის განმსაზღვრელი მახასიათებლები. რა სიდიდისაც არ უნდა იყოს კარავი, ნაკლებად სავარაუდოა რომ მან დაიკავოს მანქანის მთლიანი საბარგული. ამიტომაც ახლა პოპულარობით სარგებლობს ‘ბევრ ბინიანი სახლები’ ცალკე ოთახებით და დერეფნებით. ეს არის ფართო კარვები 4დან 12 ადამიანისთვის საოჯახო დასვენებისთვის ტბაზე მოგზაურობისთვის. მათთან ერთად ვერ იგრძნობთ დისკომფორტს, მაშინაც კი როდესაც გარეთ წვიმს.

დამცავი მახასიათებლები და საიმედოობა

კონსტრუქციის ტიპი

ტურისტულ მაღაზიებში თქვენ შეხვდებით ერთ ან ორმაგ კარვებს. ერთიანი კარავი შესაფერისია მხოლოდ საზაფხულო პიკნიკებისთვის და მოუხერხებელია მეტ-ნაკლებად მძიმე ლაშქრობებისთვის. ისინი დაგიცავთ წვიმისგან, მაგრამ შიგნით ცხოვრება რამდენიმე დღის განმავლობაში არ არის რეკომენდებული, არასაკმარისი ვენტილაციის გამო. მათი უპირატესობა მდგომარეობს ფასში, სიმარტივესა და კომპაქტურობაში

ნებისმიერი სერიოზული ლაშქრობისათვის ჩვენ გირჩევთ გამოიყენოთ ორმაგი კარავი, სადაც შიდა ნაწილი და ტენტი გაყოფილია, რადგან ისინი უფრო მრავალფეროვანია. მოცემული აღნაგობა გვირპდება კარგ ვენტილაციას. ტენტი საიმედოდ დაგიცავთ სიცივისგან, ხოლო ზაფხულის ცხელ დღეს შეგიძლიათ მისი მოხსნა და კომფორტში დასვენება.

არსებობს ასევე სპეციფიური კონსტრუქციის მქონე უძირო კარვები. ეს არის სპეციალური კარვები ზამთარში სათევზაოთ ან გაადვილებული კარვები პიკნიკისთვის.



მასალა

კარვის ამორჩევისას თქვენ შეხვდებით მრავალი ტიპის მასალას როგორიც არის , ნეილონი, კაპრონი, პოლიესტერი, ლავსანი და ბევრი სხვა. პირველი შეხედვით ეს დამაბნეველია, რაც სინამდვილეში არც თუ ისე რთულია. ტენტური მატერიის საწარმოებლად იყენებენ პოლიამიდურ და პოლიეთერულ ქსოვილებს, ზოგჯერ ბამბისა და პოლიამიდის ნარევს.

პოლიამიდური ქსოვილი (ნეილონი, კაპრონი)

უპირატესობები — მაღალი გამძლეობა, სიმსუბუქე, დაბალი ჰიდროსკოპიულობა და დაბალი ფასი.

ნაკლი — შესამჩნევი გაწელვა სისველის დროს, დაბალი წინაამღდეგობა ულტრაიისფერი გამოსხივების გაწევასთან.

პოლიეთერი ქსოვილები ( პოლიესტერი, ლავსანი)

უპირატესობები — პრაქტიკულად არ იწელება სისველის დროს, აქვს მაღალი გამძლეობა ულტრაიისფერ გამოსხივებასთან, ასევე უკეთესი ხარისხი პოლიამიდურ ქსოვილებთან შედარებით.

ნაკლი — მაღალი ფასი

ქსოვილის სტრუქტურა

ტაფტი — ერთგვაროვანი მკვრივი ქსოვილი, განსხვავდება მაღალი წყლისგაუმტარობით.

ოქსფორდი — ნაბდის ტიპი რამდენიმე ქსოვილის ტიპით. ზრდის ქსოვილის სიძლიერეს, მცირე წყლისგატარების დროს.

Rip-Stop — ქსოვილში რაღაც მომენტში ჩაექსოვება უფრო სქელი ქსოვილი. ასეთი ქსოვილის სტრუქტურა მატერიას ხდის უფრო მდგრადს, მაგრამ უფრო მდგრადი ქსოვილების გვერდში ჩვეულებრივმა ქსოვილმა შეიძლება გაატაროს წყალი.

წყალგამძლეობა 1311.jpg

კარვის მახასიათებლებში თქვენ იპოვით წყლის სვეტის მაქსიმალური სიმაღლის მაჩვენებელს (600-10000 მმ) სხვა სიტყვებით წყალგაუმტარობა. DIN სტანდარტით წყალგაუმტარად ითვლება ქსოვილები წყალგამძლეობით 2000 მმ, იმ შემთხვევაში თუ წყლის წინაამღდეგობა აღემატება 1000 მმ, ქსოვილი ფლობს წყლისრეზისტენტულ თვისებებს, ტენტის ქსოვილის ოპტიმალური წყლის რეზისტენტულობაა 2000-4000 მმ. თუ ის ნაკლებია არ არის გამორიცხული რომ ქსოვილი დასველდეს დიდი წვიმის დროს. კარვის ფსკერი ჩვეულებრივ ხასიათდება მაღალი წყლის გამტარობის მაჩვენებლით, არანაკლებ 4000 მმ. ყურადღება მიაქციეთ ნაკერების ხარისხს. ეს უნდა უყოს შესრულებული ლავსანის ან კაპრონის ძაფებით.

კონსტრუქციის საიმედოობა

რომ არ მოტყუვდეთ კარვის არჩევანში, ყურადღება მიაქციეთ ღერძის ხარისხს. დუგები მზადდება ლითონისგან ან შუშაპლასტიკატისგან. არც თუ ისე ბევრი ხალხი ხმარობს ფოლადის ღერძს, რადგან ისინი მძიმე სატარებელია. გამოცდილი ტურისტები ხმარობენ ალუმინისა და შენადნობების კონსტრუქციებს. შუშაპლასტიკატის კარკასი ადვილი სატარებელი და მოსახერხებელია, მაგრამ არც ისე საიმედოა. ისინი საკმაოდ უხდება და არც თუ ისე ცუდად იჩენენ თავს სამოყვარულო ლაშქრობების დროს. კარავის შერჩევის დროს ყურადღება მიაქციეთ კონსტრუქციის საერთო სახეს, დუგების მიხვრა მოხვრას, ხომ არ მოძრაობენ მათი კომპონენტები შეკრული სახით. ყველაფერი დაწვრილებით შეამოწმეთ, თქვენ ირჩევთ თქვენს მომავალ სახლს.

საჭირო დეტალები

გაჟღენთვა — ხდება პოლიურეტანისგან ან სილიკონისგან და ზრდის ქსოვილის წყლისგაუმტარობას. ზოგიერთი ბრენდები თავაზობენ მოყვარულებს ცეცხლგამძლე გაჟღენთვას. ის ხელს უშლის კარავზე ცეცხლის მოკიდებას, თუმცა არ აზღვევს მცირე დამწვრობებისგან.

დაფარვა — დამატებით უპირატესობად ითვლება ქსოვილის წყალგამწევი საფარი. მივიქცევთ თქვენს ყურადღებას იმაზე რომ საფარის შეძენა შეიძლება ცალკე და შემდეგ მისი დამუშავება ინდივიდუალურად.

1318.jpg

ვენტილაცია — იმის შემდეგ რაც ყურადღებას მივაქცევთ წყლისგაუმტარობას, არ დაგავიწყდეთ რომ კარვის შიდა ნაწილი უნდა სუნთქავდეს ხოლო სავინტილაციო ფანჯრები უნდა იღებოდეს. სხვა შემთხვევაში არის კონდესანტისგან გაციების რისკი. სავენტილაციო ფანჯრები და კლაპანები უნდა იყოს მოსახერხებელი, ადვილად იღებოდეს და იკეტებოდეს, არ უშლიდეს კარვის კომპაქტურ შეფუთვას. სტანდარტული გუმბათური დიზაინი ნორმალურ პირობებში შეიძლება დამონტაჟდეს გაჭიმვის გარეშე.

კომფორტი

ამ პარამეტრის შეფასება ყოველთვის შეიძლება. ეს ყველაფერი დამოკიდებულია რა თქმა უნდა თქვენს მიზნებზე. ასე რომ მოყვარულებისთვის და ავტოტურისტებისთვის კემპინგს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. იმათთვის ვისაც უწევს წონაზე ყურადღების მიქცევა, კომფორტის გაგებით ერთვება სპეციალური ჯიბეების და ფარდულების არსებობა სადაც შეგიძლია დაალაგო ნივთები. განსაკუთრებულ მომენტად ითვლება ტამბურის არსებობა. ტურისტებისთვის ვინც ხმარობს გაზის საწვავებს წვიმის დროს და არ უყვარს ნერვიულობა დაეწვებათ თუ არა კარავი, ფართო ტამბური, სადაც შეიძლება მოამზადო საკვები, გახლავთ დიდი უპირატესობა. იმის გათვალისწინებით რომ საჭიროა ნივთების და ზურგჩანთის შენახვა, ორ კაციანი კარავისთვის იდეალური გამოსავალი არის ტამბური.

ვიმედოვნებთ, ჩვენი სტატია დაგეხმარებათ ძირითადი ნიუანსების გარკვევაში ახლა არჩევანი თქენზეა

ჩამოყალიბდით მოგზაურობის მიზანში და შეარჩიეთ ისეთი კარავი სადაც თავს იგრძნობთ თბილად და კომფორტულად