როგორ შევარჩიოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა ?
ჭურჭლის სარეცხის მანქანამ ბოლო წლებში დაიწყო საყოფაცხოვრებო ბაზრის დაპყრობა. ადრე ასეთი ტექნიკა ითვლებოდა ძვირადღირებულ ფუფუნების საგნად, თუმცა კომფორტისკენ მისწრაფებამ და საკუთარი დროის ეკონომიამ თავისი გაიტანა და დღეს ჭურჭლის სარეცხი მანქანა სახლში პოტენციურ დამხმარედ იქცა.
რა არის ჭურჭლის სარეცხი მანქანა? რატომ გვჭირდება იგი?
პირველ რიგში თქვენ მხოლოდ ჭუჭყიანი ჭურჭლის ჩატვირთვა და სუფთა ჭურჭლის გამოღება გევალებათ, რეცხვის პროცესი კი შეიძლება მიმდინარეობდეს მაშინაც, როდესაც არ ხართ სახლში.
ჭურჭლის სარეცხი მანქანით ჭურჭლის რეცხვის დროს ცხელი წყლის მილი არ არის საჭირო.
ჭურჭლის სარეცხ მანქანაში რეცხვის დროს წყლის ხარჯი 3-5 ჯერ მაინც მცირდება.
ჭურჭლის სარეცხ მანქანაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი ქიმიური ნივთიერება რომელიც ხელით რეცხვის დროს საშიშია კანისთვის.
ჭურჭლის სარეცხ მანქანაში რეცხვისას ჭურჭლის ზედაპირიდან სარეცხი საშუალება უფრო კარგად შორდება ვიდრე ხელით რეცხვის დროს.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი შეგვიძლია გამოვიყენოთ ცალ-ცალკე არგუმენტად ჭურჭლის სარეცხი მანქანის შეძენისას. ახლა მოდით განვიხილოთ მთავარი მახასიათებლები, რაზეც აუცილებელია გავამახვილოთ ყურადღება.
სტანდარტული ჭურჭლის სარეცხი მანქანები იყოფა 2 ტიპად (სიგანე 45სმ-60 სმ მდე) რომელშიც თავსდება 8-9 კომპლექტი, ხოლო მეორე ტიპი (სიგანე 60სმ) რომელშიც თავსდება 12კომპლექტი. არსებობს ასევე ისეთი ჭურჭლის სარეცხი მანქანები რომელში თავსდება 14 კომპლექტი. კიდევ არის ერთი 4 კომპლექტიანი, რომელიც ნაკლებად კომფორტულია.
ჩაშენებული ან ცალკე მდგომი.
როგორც ყველა მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა ჭურჭლის სარეცხი მანქანაც 2 ტიპის გვხვდება ჩაშენებული და ცალკე მდგომი. პირველის შემთხვევაში ჭურჭლის სარეცხი ჩაშენებულია სამზარეულოს ავეჯში, მეორეს შემთხვევაში კი ოთახის ნებისმიერ ადგილას შეიძლება იყოს განთავსებული.
ენერგო მოხმარების, გაშრობის და რეცხვის კლასი.
ჭურჭლის სარეცხ მანქანებში მნიშვნელოვანი პარამეტრია ენერგო მოხმარების კლასი, რეცხვის კლასი და გაშრობის კლასი, ენერგო მოხმარების კლასი აღნიშნავს ელექტოენერგიის ხარჯვის ეკონომიურობას. რეცხვის კლასი — აღნიშნავს რეცხვის ხარისხს, ხოლო გაშრობის კლასი — ჭურჭლის გაშრობის ხარისხს. რაც უფრო მაღალია მაჩვენებელი მით მეტად ეკონომიური და ეკოლოგიურია ჭურჭლის სარეცხი მანქანა.
რეცხვა და გავლება
ჭურჭლის სარეცხი მანქანის უმეტეს მოდელს აქვს 3 ძირითადი რეცხვის რეჟიმი. მსუბუქი, ნორმალური და ინტენსიური ტაფების და ქვაბების გასარეცხად. არსებობს ასევე ისეთი მოდელები რომლებსაც აქვთ დამატებით კიდევ სხვა რეცხვის რეჟიმები: ბროლის რეცხვა, ფაიფურის რეცხვა, სწრაფი რეცხვა, ორთქლით წმენდა, მაღალტემპერატურაზე დეზინფექცია და ასევე ნახევრად ჩატვირთვის რეჟიმი.
გაშრობა
არსებობს ასევე გაშრობის რეჟიმებიც მაგ: ეკონომიური გაშრობა და გაშრობა თბილი ჰაერის დაბერვით. ეკონომიური გაშრობა საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ ელექტრო ენერგია, თუმცა ჭურჭლის გამოღების შემდეგ მასზე შეიძლება შეამჩნიოთ უმნიშვნელო წვეთის ლაქები.
ფილტრი და საჭმლის ნარჩენების მოცილება
არსებობენ ისეთი ჭურჭლის სარეცხი მანქანების მოდელები, რომელთაც აქვთ თვით წმენდის ფუნქცია. ფილტრაციის და დაქუცმაცების სისტემა ნარჩენებისთვის, რომლებიც საშუალებას გაძლევთ ჭურჭელი ნარჩენებისგან გაწმენდის გარეშე მოათავსოთ მანქანაში.
ეკრანი
ჭურჭლის სარეცხი მანქანების უახლესი მოდელები აღჭურვილია ციფრული ეკრანით, რომლის საშუალებითაც ზუსტად იცით რეცხვის დასრულების დრო.
ხმის იზოლაცია
ჭურჭლის სარეცხი მანქანა შიძლება იყოს ყველაზე ხმაურიანი მოწყობილობა სახლში ამიტომ აუცილებლად ყურადღება მიაქციეთ გაძლიერებულ ხმის იზოლაციას. ყველა მწარმოებელს ხმის იზოლაციის ფუნქციას შიძლება ერქვას სხვა და სხვა სახელი, ამიტომ პროდუქტის მახასიათებლების გაცნობისას ყურადღება მიაქციეთ ხმაურის დონეს , შედარებით ჩუმ მოდელებს ხმაურის დონე აქვთ 47-52 დეციბალი.