FACEBOOK-მა იცის ყველაფერი ყველაზე!
სოციალურმა ქსელმა FACEBOOK-მა მოიპოვა უზარმაზარი პოპულარობა, რის გამოც მისი მომხმარებელი დღითიდღე საგრძნობლად იზრდება. ხშირად ელექტრონული ფოსტის მისამართზე მოგვდის შეტყობინება FACEBOOK-ის ან სხვა უცნობი მომხმარებლისგან მეგობრობის შეთავაზების დადასტურებაზე, თავისთავად ისმევა კითხვა როგორ ხდება ამდენი საერთო ინტერესების მქონე ადამიანის ერთმანეთთან დაკავშირება, მიზეზი FACEBOOK-ის მომხმარებელთა ასეთი მკვეთრი ზრდისა არის, ის რომ უკვე დარეგისტრირებული მომხმარებელი ავსებს დაწვრილებით ინფორმაციას საკუთარი ინტერესების და სოციალური ურთიერთობების შესახებ. ამის გამო ქსელს ეძლევა საშუალება მიიღოს ინფორმაცია ერთი მომხმარებლისგან მის სხვა მეგობრებზეც.
ფუნქციით "მეგობრების მოძებნა" მომხმარებელი საშუალებას აძლევს Facebook-ის ქსელს, ნახოს მისი ელექტრონული ფოსტიდან ინფორმაცია მომხმარებლის კონტაქტების შესახებ, ამისათვის საჭიროა მომხმარებელმა მხოლოდ ჩაწეროს საკუთარი ელექტრონული ფოსტის მისამართი და პაროლი.გარდა ამისა ეს ფუნქცია საშუალებას იძლევა მესენჯერის (ICQ, QIP,SKYPE) კონტაქტების სკანირებისა. მიღებულ ინფორმაციას FACEBOOK-ის სისტემა ადარებს იმ მონაწილეთა ბაზას, რომლებიც უკვე დარეგისტრირებულები არიან, აანალიზებს ინფორმაციას და უგზავნის დაურეგისტრირებელ მომხმარებლებს პოტენციურ მეგობრებს.
გეომეტრიული პროგრესით იზრდება FACEBOOK-ის მომხმარებელი, იძენს უფრო და უფრო მეტ გულშემატკივარს. FACEBOOK-ის და სხვა სოციალური ქსელის არსებითი ნაკლი მდგომარეობს იმაში რომ რეალური სამყარო შეცვლილია ვირტუალური სამყაროთი, მართალია უნარშეზღუდული ადამიანებისთვის სოციალური ქსელი არის ერთ-ერთი ფანჯარა გარე სამყაროსთან, მაგრამ მთელი პრობლემა იმაშია, რომ აბსოლიტურად ჯანმრთელმა ახალგაზრდობამ შეწყვიტა რეალურ ცხოვრებაში ერთმანეთის ნახვა, კინოში თუ კაფეში სიარული.