როგორ შევარჩიოთ გამათბობელი ?
გამათბობლის ყიდვისას აუცილებლად უნდა გადაწყვიტოთ რა ტიპის გამათბობელი გჭირდებათ, არსებობს რამოდენიმე ტიპის გამოთბობელი: ზეთის, თბოვენტილატორი და ელექტრო ინფრაწითელი.
ზეთის გამათბობელი — ერთ-ერთი პოპულარული საყოფაცხოვრებო გამათბობელი. იგი გამოიყენება ოფისში, სახლში.
მეტალის კორპუსში რომელიც გავსებულია მინერალური ზეთით არის სპირალი.გაცხელებისას ის სითბოს გადასცემს ზეთს, ზეთი ათბობს მეტალის კორპუსს ხოლო მეტალის კორპუსი ჰაერს. ზეთის გამათბობელს აქვს რამოდენიმე სექცია, რაც უფრო მეტია სექციის რაოდენობა მით უფრო დიდი ფართობის გათბობა შეუძლია (1 სექცია -ათბობს დაახლოებით 2 კვ/მ ფართობს) გამათბობელი ინარჩუნებს ოთახში ტემპერატურას , გადაცხელების შემთხვევაში იგი ავტომატურად ითიშება, ხოლო როგორც კი ტემპერატურა იკლებს მაშინვე ირთვება. ზეთის გამაცხელებლის დამატებითი დადებითი მახასიათებელები მისი უხმო მუშაობა და გარე კორპუსის ნაკლები სიმხურვალეა, რაც საშუალებას გაძლევთ გამათბობელი ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას გადაიტანოთ. ზეთის გამათბობელი არ აშრობს ჟანგბადს ოთახში.
თბოვენტილატორი- ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი გამათბობელია. იგი გამოიყენება პატარა ფართობის სწრაფად გასათბობად. თბოვენტილატორი შეგიძლიათ მოათავსოთ იატაკზე, მაგიდაზე და ასევე მიამაგროთ კედელზეც.
თბოვენტილატორში ჰაერი თბება ელექტრო სპირალით, ხოლო ვენტილატორის საშუალებით მიეწოდება გასათბობ არეს.თანაბარი ტემპერატურის შენარჩუნებისათვის თბოვენტილატორის კორპუსი ტრიალებს. მისი დადები
თი ძირითადი მახასიათებლებია: ფართობის სწრაფი გათბობა, კომპატურობა. თერმოსტატის საშუალებით ის არეგულირებს არსებულ ტემპერატურას და არ საჭიროებს გამორთვას.
ელექტრო ინფრაწითელი გამათბობელი-ყველაზე სრულყოფილი და ეკონომიური გამათბობელია.იგი გამოსცემს სითბურ ენერგიას (ისევე როგორც მზე).
ზემოთხსენებული 2 გამათბობლისგან განსხვავებით ელექტრო ინფრაწითელი გამათბობელი არ ათბობს ჰაერს იგი ათბობს ახლომდგომ საგნებს. (იატაკს, მაგიდას სკამს ). მისი დამატებით დადებითი მახასიათებლებია: ეკონომიურობა და უხმო მუშაობა.