სიახლე ColorWay-სგან
„გაუკეთე საჩუქარი შენს პრინტერს! “ TM Colorway”-ს მელნის უწყვეტი მიწოდების სისტემების, მუმსის საშუალებით ჭავლური ბეჭდვა უკვე აღარ არის ძვირი, გააკეთე კოლოსალური ეკონომია და მიიღე მაღალი ხარისხის ფოტო პროდუქცია“ — ასე ახასიათებენ თანამედროვე ექსპერტები „ColorWay“_ს მუმსს.
მელნის უწყვეტი მიწოდების სისტემა (მუმს) – ეს არის მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია დიდი მოცულობის ბეჭდვისთვის, როგორიცაა: ფერადი ასლების გადაღება, მყისიერი ბეჭდვა ციფრული მატარებლებიდან, ფოტოსურათების, პლაკატების და სხვა სარეკლამო მასალების ბეჭდვა.
მუმს_ი არის მოწყობილობა, რომელიც შედგება ორიგინალი კარტრიჯების იდენტურ კარტრიჯებთან მრავალსადინარიანი სილიკონის შლეიფით დაკავშირებული მელნით შევსებული რეზერვუარებისგან. „ColorWay“_ს მუმს_ში გამოიყენება სავაჭრო მარკა „ColorWay“_ს მაღალხარისხოვანი მელანი.
სისტემები შესანიშნავად გამოიყენება როგორც სახლში, ასევე ოფისში. მათი გამოყენებისას დანახარჯები დაიყვანება მხოლოდ მელნის და არა ძვირადღირებული კარტრიჯების ხარჯამდე, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად მცირდება ფინანსური ხარჯი ფერადი, ჭავლური ბეჭდვისას. გარე ტევადობების მოცულობა (80 მლ. თითოეული) საშუალოდ 8_ჯერ აღემატება ჩაყენებული კარტრიჯების მოცულობას. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ A4 ფორმატის 1 სურათის ბეჭდვისას 1–1,5მლ მელანი იხარჯება, სისტემა იძლევა საშუალებას შეუჩერებლად დაიბეჭდოს ასეულობით ფოტო, ხოლო არც ისე ხშირად საჭიროა მომხმარებელმა ტევადობებს დაამატოს მელანი, რაც შესაძლებელია ბეჭდვის დროსაც.
მუმს_ის მუშაობის პრინციპი მარტივია და იგი გარე რეზერვუარებით, ელასტიური შლეიფით , პრინტერის საბეჭდ თავზე მელნის უწყვეტ მიწოდებაში მდგომარეობს. მელნის მიწოდება ავტომატურად ხდება ბეჭდვის პროცესში, კარტრიჯში მელნის დონის შემცირებისას მასში წნევის დაწევის ხარჯზე.