როგორ შევარჩიოთ სასწორი ?

2 ივლისი 2012

როგორ შევარჩიოთ სასწორი?
1.მექანიკური თუ ელექტრონული?
2.მაქსიმალური წონა და გაზომვის ცდომილება
3.სასწორის მეხსიერების მოცულობა
4.დამატებითი ფუნქციების არსებობა
5.დიზაინი

თანამედროვე მსოფლიოში,ავსებული ჰამბურგერებით და შემწვარი კარტოფილით,სასწორი ყველასათვის ხდება განუყოფელ ატრიბუტად ყოველდღიურ ცხოვრებაში.ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენს წონას, არა მხოლოდ იმიტომ რომ ვიყოთ ტანადი,არამედ იმისთვისაც რომ ვიყოთ ჯანმრთელები. თანამედროვე სასწორებს შეუძლიათ არა მხოლოდ წონის განსაზღვრა,არამედ შეუძლია მისი კონტროლირებაც,და მითითება კვების რაციონის აუციელებელ ცვლილებაზე.
თანამედროვე ბაზარზე სასწორების ძალიან დიდი არჩევანია.ჩვენ მოგიყვებით თქვენ სასწორების ძირითად მახასიათებლებზე,ყველაზე პოპულარულ მოდელებზე,სასწორების შესაძლებობებსა და დამატებით ფუნქციებზე და დაგეხმარებით შეარჩიოთ კონკრეტული მოდელი.

1210.jpg

მექანიკური თუ ელექტრონული სასწორი?
პირველი,რაც უნდა გაირკვეს სასწორის არჩევისას-ეს არის მათი ტიპი. სასწორები არის მექანიკური და ელექტრონული.მექანიკური სასწორები ძირითადად მუშაობენ საზომი ზამბარის ხარჯზე,რომელიც მდებარეობს სასწორის პლატფორმის ქვეშ.სასწორზე დადგომისას,მომხმარებელი ახდენს ზამბარაზე ზეწოლას,ზამბარა კი თავის მხრივ აკონტროლებს ისარს, აიძულებს რა მას გადაადგილდეს საზომ შკალაზე სიმძიმის ძალის ზომით.მექანიკური სასწორები ელექტრონულ სასწორებზე გაცილებით იაფია,მაგრამ ისინი ჩამოუვარდებიან მათ მრავალი ფუნქციონალური მაჩვენებლებით: სიზუსტე, ნაჩვენები წონის ჩაწერის საშუალება, რომ აღარაფერი ვთქვათ ცხიმოვანი და კუნთოვანი მასის კონტროლის შესაძლებლობაზე. მაგრამ მექანიკური მარტივია ხმარებაში, არ საჭიროებს კვების წყაროს და იძლევა უფრო მეტი მაქსიმალური დატვირთვის საშუალებას.
ელექტრონულ სასწორებს აქვთ ეკრანი,რომელზეც გამოისახება წონა.ელექტრონული სასწორების პირველადი მოდელები,მუშაობენ დაახლოებით იმავე პრინციპით,როგორც მექანიკურები,მათი ერთადერთი სხვაობა ისაა,რომ მათ აწონვის შედეგი გამოაქვთ ელექტრონულ ტაბლოზე.უფრო დახვეწილი მოდელები აღჭურვილია მეხსიერებით,აწონვის შედეგების ჩასაწერად და მათ შესადარებლად.ხოლო უმაღლესი ფასების კატეგორიის სასწორებს აქვთ რამდენიმე სპეციალური სენსორი და მთელი კომპიუტერი,რომელიც აანალიზებს თქვენ სხეულში ცხიმების,კუნთების და ძვლების ქსოვილების განაწილებას.
2.მაქსიმალური წონა და გაზომვის ცდომილება
ყველა სასწორს აქვს მაქსიმალური დატვირთვის ლიმიტი.როგორც წესი,ის გამოიხატება 100დან 220კილოგრამადე მაჩვენებლით და გაცილებით მეტია საშუალო სტატისტიკური მომხმარებლის საშუალოზე წონაზე.მაგრამ თუ თქვენ ოჯახში გყავთ ძალიან დიდი და მძიმე წევრი,მაშინ სასწორის მაქსიმალური დატვირთვის ზღვარი უფრო მეტი უნდა იყოს.მნიშვნელოვან პარამეტრად ითვლება ასევე სასწორის გაზომვის ცდომილება.არც ერთი მწარმოებელი ვერ მოგცემთ აბსოლუტურად ზუსტი გაზომვის გარანტიას, ყოველთვის არსებობს რაღაც ცდომილება გაზომვაში. იმისდა მიხედვით, რამდენად დიდია იგი თუ პატარა, განისაზღვრება სასწორის სიზუსტე. პირველი კლასის ინსტრუმენტებს აქვთ გაზომვის ცდომილება 1კგ-500გ, ყველაზე თანამედროვე მოდელებს 300გ-100გ.მათთვის,ვისთვისაც მნიშვნელოვანია წონის ცვლილება წვრილმან მაჩვენებლამდე, უმჯობესია მცირე ცდომილებიანი სასწორის შეძენა.
სასწორის მეხსიერების მოცულობა

კიდევ ერთი პარამეტრი,რომელიც უნდა გავითვალისწინოთ სასწორის არჩევისას-ეს არის მეხსიერების მოცულობა ან მომხმარებლების რაოდენობა,რომელთა აწონვის შედეგები შეუძლია დაიმახსოვროს სასწორს.ეს პარამეტრი მერყეობს 2დან 10ადამიანამდე.ესეთ სასწორებს შეუძლიათ შეადარონ თითოეული მომხმარებლის მიმდინარე წონა წინასთან,და ზოგიერთ მოდელებს კი შეუძლიათ თითოეული მომხმარებლის ცნობა ავტომატურად.აირჩიეთ იმისდა მიხედვით, თუ რამდენად დიდია თქვენი ოჯახი. თუ თქვენ ცხოვრობთ მარტო, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა რომ თქვენთვის ღირდეს უფრო მეტის გადახდა სასწორში 10ადამიანის მეხსიერების მოცულობით.

1209.jpg დამატებითი ფუნქციების არსებობა
სასწორები ხშირად აღჭურვილია სხვადასხვა დამატებითი თვისებებით და შესაძლებლობებით:
სხეულის მასის გაანგარიშების ინდექსი(BMI)-ყველაზე პოპულარული ფუნქიაა.სასწორის გამოყენებამდე მომხმარებელს შეაქვს მეხსიერებაში თავისი სიმაღლე.სხეულის მასის ინდექსი გამოითვლება შემდეგი ფორმულით:ადამიანის წონა კილოგრამებში იყოფა სიმაღლის კვადრატზე მეტრებში. შემდეგ ეკრანზე გამოდის მისი მნიშვნელობა.
ცხიმოვანი და კუნთოვანი მასის განსაზღრა ხდება სხეულში ძალიან სუსტი ელექტრონული ძაბვის გატარებით.სასწორის პლატფორმაზე მიღებული ელექტროდები-ერთი ქუსლიდან მეორემდე გადაცემისას ძაბვა ნელდება,ხვდება რა გზად ცხიმოვან დაგროვებებს.ცხიმი,კუნთები და ძვლოვანი ქსოვილები ფლობენ სხვადასხვა ელექტრო წინაამღდეგობებს,რისი მეშვეობითაც განისაზღვრება მათი მასობრივი წილი ორგანიზმში.
მომხმარებლის ავტომატური იდენტიფიკაცია შემდგომი აწონვისას
წონის კონტროლის ფუნქცია.სასწორი მიუთითებს თქვენი ცხიმოვანი და კუნთოვანი მასის წონის ცვლილებას ინდიკატორის მეშვეობით.თუ ხდება რეალური ცვლილება-სასწორი გაცნობებთ ამის შესახებ, უმნიშვნელო ცვლილებეზე-არ გაცნობებთ.
სასწორის ავტომატური ჩართვა/გამორთვა


დიზაინი
სასწორების წარმოებაში გამოიყენება სხვადასხვა მასალა:მინა,პლასტმასი,ლითონი,ხე და ბუნების ქვაც კი.ასევე ძალიან პოპულარულია სხვადასხვა შეხამება მინის და პლასტმასის ან მინის და ლითონის.ყველაზე გავრცელებულია პლასტმასის სასწორები,რადგან ის მარტივია მოხმარებაში და აქვს დაბალი ღირებულება.მინის მოდელები გამოიყურება ელეგანტურად,მაგრამ ისინი მოითხოვენ უფრო მეტ სიფრთხილეს მოხმარებაში.ძალიან საინტერესოა მინის მოდელები სრიალის საწინაამღდეგო რეზინებით.ხის ზედაპირიანი სასწორები:უფრო მეტად ეკოლოგიურია და მათზე ფეხშიშველა დგომა სასიამოვნოა.