დახმარება

როგორ შევიძინო პროდუქტი, თუ ვცხოვრობ სხვა ქალაქში?

თქვენ იხდით მხოლოდ პროდუქტის თანხას თქვენთვის მოსახერხებელი გზით და ჩვენ გიგზავნით უფასოდ TNT-ს კურიერის საშუალებით.

შეიძლება თუ არა პროდუქტის უკან დაბრუნება თუ არ მომეწონა ?

დიახ, რათქმაუნდა შეიძლება 7 დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ვიზუალური (გასაყიდი) სახე , სრულადაა წარმოდგენილი კომპლექტაცია არ არის ნამყოფი ექსპლუატაციაში და თან ახლავს შესყიდვის დამადასტურებელი ყველა საბუთი.

შეიძლება თუ არა პროდუქტის შემოწმება ?

დიახ, თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ პროდუქტი ჩვენს მაღაზიაში ყიდვის დროს.

თუ პროდუქტი არ არის ხელმისაწვდომი როდის შეიძლება იყოს ?

ყველა პროდუქტს რომელიც არ არის ხელმისაწვდომი აქვს ღილაკი „wait list”-ი . თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ პროდუქტი wait list-ში და როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება მიიღებთ შეტყობინებას.

შეიძლება თუ არა თქვენს მაღაზიაში უნაღდო ანგარიშსწორება ?

დიახ, ჩვენს მაღაზიაში შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორება და ასევე ჩვენს ვებ გვერდზეც შეგიძლიათ ამოირჩიოთ გადახდის სხვადასხვანაირი საშუალება.

იმ შემთხვევაში თუ პროდუქტი დაზიანდა და ვცხოვრობ სხვა ქალაქში ?

შეგიძლიათ მიმართოთ მწარმოებლის სერვის ცენტრს თქვენს ქალაქში და თუ ასეთი სერვის ცენტრი არ არის მიმართეთ კომპანია TNT-ს და მისი კურიერის საშუალებით გამოაგზანეთ უფასოდ ჩვენს სერვის ცენტრში.

როგორია სერვისის განყოფილების სამუშაო განრიგი და სად მდებარეობს ?

სერვისის განყოფილება მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-20:00 და მდებარეობს თბილისი საბურთალოს ქ.№32.

სიახლე