ნოუთბუქი არის პერსონალური კომპიუტერის შემსუბუქებული ვერსია და იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას პრაქტიკულად ნებისმიერ გარემო პირობებში,მათ შორის მივლინების დროს და ისეთ ადგილას სადაც არ იქნება ხელმისაწვდომი ელექტროქსელი. და მიუხედავად იმისა,რომ ნოუთბუქი მოცულობით დაახლოებით ერთი მეათედით ნაკლებ ადგილს იკავებს პერსონალური კომპიუტერის ყველა მაკომპლექტებელთან ერთად შედარებით,ტექნიკური პარამეტრებით თანამედროვე ნოუთბუქი პრაქტიკულად არაფრით არ ჩამოუვარდება პერსონალურ კომპიუტერს. ჩვენ დროს ელექტრონიკის ბაზარზე წარმოდგენილია სხვადასხვა მწარმოებლების და სხვადასხვა პარამეტრების(როგორც გარე ასევე ტექნიკური მახასიათებლების მხრივ) ნოუთბუქების დიდი არჩევანი. ამიტომ თუ თქვენ გადაწყვიტეთ ნოუთბუქის შეძენა,მაშინ პირველ რიგში უნდა განსაზღვროთ თუ რა მიზნებისთვის იქნება გამოყენებული იგი.
საოფისე ნოუთბუქი, მაგალითად,ძირითადად მოსახერხებელია Microsoft office პროგრამებთან სამუშაოდ,როგორიცაა Word, Excel და PowerPoint,და ასევეე ინტერნეტთან კომუნიკაციისთვის. ასეთი მოწყობილობა დაჭირდება ადამიანებს,რომლებიც ხშირად არიან მივლინებებში,რომელთაც ჭირდებათ რომ მათ ყოველთის ხელთ ჰქონდეთ საშვი ინტერნეტთან და მნიშვნელოვან სამუშაო ფაილებთან,ასევე მოსახერხებელი იქნება მცირე ოფისებში სადაც კომპაქტური ნოუთბუქი ჩაგინაცვლებთ უზარმაზარ პერსონალურ კომპიუტერს,რომელიც მთელ თავისუფალ ადგილს იკავებს. ამ კონფიგურაციით ნოუთბუქის იაფად ყიდვა არ წარმოადგენს პრობლემას,თუმცაღა რთული პროგრამული ამოცანების გადაწყვეტას იგი ვერ შეძლებს.
სამაგიეროდ მულტიმედიურ ნოუთბუქებსშეუძლიათ გაუმკლავდეს უფრო რთულ ამოცანებს. მაგალითად,HD ფორმატში ვიდეოს ყურების მოყვარულთათვის,იმათვის ვისაც მოსწონთ ფოტოსურათებთან მუშაობა გრაფიკულ სარედაქტორო პროგრამებში,იმათვის ვინც საღამოს გატარებას ამჯობინებს კომპიუტერულ თამაშებთან,ეს ნოუთბუქი გახდება საუკეთესო შენაძენი. მასთან ერთად თქვენ გექნებათ საშუალება შეიგრძნოთ კომფორტი მოწყობილობის მიერ თქვენი ბრძანებების სწრაფი შესრულებისგან.
ნოუთბუქ-ინდუსტრიის ნამდვილ გიგანტებად ითვლება გეიმერული ნოუთბუქები. ასეთი კონფიგურაციის ნოუთბუქებზე ფასები საშუალოზე მაღალია,და ზოგიერთი უახლეს მოდელზე კი საკმაოდ მაღალია,თუმცა ამ ნოუთბუქებს ფაქტიურად ყველაფერი შეუძლიათ. ასეთი ნოუთბუქის შეძენა სასურველია მათვის,ვისთვისაც თავისი ცხოვრება წარმოუდგენელია კომპიუტერული თამაშების გარეშე,ატარებენ რა დღე და ღამეს თამაშში. უახლესი თამაშები,რომელიც მოითხოვს მნიშვნელოვან კომპიუტერულ რესურსებს,უბრალოდ ’’იფრენენ’’ ყველაზე მაღალი ხარისხის გრაფიკულ პარამეტრებზე,თუ თქვენ ხელში აღმოჩნდება სათამაშო ნოუთბუქი. ერთდროულად გაშვებული ორი ან სამი თამაშის რამდენიმე ფანჯარა,რთულად შეძლებენ ამოწურონ ამ ნოუთბუქების პროგრამული რესურსი. მათ განმასხვავებელ განსაკუთრებულობას ემსახურება დიდ ხარისხიანი ეკრანი და კლავიატურა,მთელი რიგი დამატებითი ღილაკების კომპლექტით.
საიმიჯო ნოუთბუქი-გლამურული ქალების არჩევანი,ვისთვისაც მოწყობილობის ვიზუალური მხარე უფრო მეტს ნიშნავს,ვიდრე მისი სამუშაო მახასიათებლები. ესეთ მოდელებზე ჩვეულებრივ სახელოვანი დიზაინერები მუშაობენ,ამიტომ,მიუხედავად ტექნიკური პარამეტრებისა, ყოველი ქალბატონი ვერ მიცემს თავს ესეთი კლასის ნოუთბუქის შეძენის საშუალებას. და მაინც, ლამაზი სქესის წარმომადგენლები,რომლებიც მოახერხებენ შეიძინონ ნოუთბუქი დიზაინერული გაფორმებებით,შეძლებენ ხაზი გაუსვან თავის ინდივიდუალურობას.
ახლა განვიხილოთ,თუ როგორ ავარჩიოთ ნოუთბუქი,მისი ცალკე აღებული მახასიათებლებზე დაყრდნობით.
ნოუთბუქის ძირითადი პარამეტრები,რომლებიც ადგენენ საერთო სურათს მის შემდგომ გამოყენებაზე, არის პროცესორი, ოპერატიული მეხსიერება, ვიდეო დაფა, დედა დაფა, მყარი დისკი, დამატებითი კომუნიკაციები, წონა, ზომა და მწარმოებელი.
თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ნოუთბუქის პარამეტრი,ემსახურება კონკრეტულ მიზანს,მაგრამ ზოგიერთი მათგანი,მაგალითად პროცესორი,ოპერატიული მეხსიერება და ვიდეო დაფა ქმნიან ძირითად ამინდს მოცემული მოწყობილობის პროფესიონალურ ვარგისიანობაში.
ესეიგი,პროცესორი პასუხისმგებელია სიჩქარეზე,რომლითაც ნოუთბუქი უმკლავდება ამა თუ იმ დაყენებული ამოცანის გადაწყვეტას,მაგრამ სიჩქარე მნიშვნელოვნად დაიწევს,თუ საკმარისად მაღალი არ იქნება ოპერატიული მეხსიერების მოცულობა.თვითონ ოპერატიული მეხსიერება ნოუთბუქში ემსახურება დროებითი მონაცემების შენახვას და ბრძანებებს,პროცესორისთვის აუციელებელი ოპერაციების შესასრულებლად,და რაც უფრო მეტია ოპერატიული მეხსიერება,მით უფრო სრწაფად გაუმკლავდება პროცესორი თავის ამოცანას. ვიდეო დაფა ემსახურება ეკრანისთვის გამოსახულების გარდაქმნას ვიდეოწყაროდ,და რაც უფრო მეტია ჩიპის სიმძლავრის და დაფის მეხსიერების მონაცემები,მით უფრო კარგად გაუმკლავდება თქვენი ნოუთბუქი ცალკეული პროგრამების და თამაშების მაღალ გრაფიკულ დატვირთვას.
ეს პარამეტრები ძირითად გავლენას ახდენს როგორც საერთო ხარისხზე, ასევე ნოუთბუქის საბოლოო ღირებულებაზე. შეიძლება შევარჩიოთ ეკრანის ოპტიმალური დიაგონალი და მყარი დისკის მოცულობა,თქვენი პერსონალური მოთხოვნილებიდან გამომდინარე. არჩევანის გაკეთების შემდეგ,თქვენთვის არ წარმოადგენს დიდი სირთულეს შეიძინოთ ნოუთბუქი ინტერნეტ მაღაზია ‘’HotSpot.ge’’ში, რომელიც სიამოვნებით მოგაწვდით მას უფასოდ თქვენთვის სასურველ ადგილას.