უსაფრთხოება, საიმედოობა ეკონომიურობა, ეს ის ძირითადი კრიტერიუმებია რითაც ვირჩევთ გამათბობელს. ამ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს ზეთის გამათბობლები.
ზეთის გამათბობლებს არ აქვთ ღია გამაცხელებელი ელემენტები რაც ამცირებს ხანძრის ალბათობას, ასევე მათ აქვთ სპეციალური თერმოსტატი რითაც მისი გადაცხელება ფაქტიურად გამორიცხულია, ამასთან ერთად ის ასრულებს ავტომატური გამორთვის ფუნქციას გამათბობლის წაქცევის შემთხვევაში, ასე რომ მისი ჩართული დატოვება აბსოლიტურად უსაფრთხოა. არსებობს ისეთი ზეთის გამათბობლები რომელთაც აქვთ ტაიმერი, ეს დამატებითი ფუნქციაა, რომლის მეშვეობითაც თქვენ შეგიძლიათ დააპროგრამოთ გამათბობლის ჩართვა-გამორთვა სასურველ დროს, მაგ: დილას გაღვიძებამდე ნახევარი საათით ადრე და ასეთ მოკლე დროში თქვენს ოთახში დადგება სასურველი ტემპერატურა. ტემპერატურის მარეგულირებელი შეიძლება იყოს როგორც მექანიკური ასევე დისტანციური მართვის პულტით. ზეთის გამაცხელებლის დამატებითი დადებითი მახასიათებელები მისი უხმო მუშაობა და გარე კორპუსის ნაკლები სიმხურვალეა, რაც საშუალებას გაძლევთ გამათბობელი ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას გადაიტანოთ.