Genius

Genius

კომპანია KYE Systems Corporations (სასაქონლო ნიშნით Genius) დაარსდა 1983 წელის 3 ნოემბერს. კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს ტაივანში, ხოლო ფილიალები განთავსებულია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ჰონკონგსა და ჩინეთში. კომპანია აწარმოებს კომპიუტერულ მოწყობილობებს და აქსესუარებს: კლავიატურებს, მაუსებს, გრაფიკულ დაფებს, სათამაშო კონტროლერებს და სხვას.
KYE Systems-ში მთელი მსოფლიოს მაშტაბით დასაქმებულია 3000-ზე მეტი თანამშრომელი. კომპანიას შემოსავალმა 2005 წელს შეადგინა $ 353 მილიონი, ხოლო 2006-ში $ 424 მილიონი.
კორპორაციის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საქონლის წარმოება ისეთი კომპანიებისთვის როგორიცაა Microsoft და Hewlett Packard, და ამავდროულად ისინი ცდილობენ შეინარჩუნონ საკუთარი ბრენდის სახე(Genius). 1996 წელს კომპანია KYE System პირველმა წარმოადგინა კომპიუტერ-ტექნოლოგიურ ბაზარზე გორგოლაჭიანი თაგვი(Mouse).