HP
კატალოგი HP
ჰიულეტ-პაკარდი ან უბრალოდ HP, არის ამერიკული კორპორაცია, საოფისე და სამედიცინო აპარატურის მწარმოებელი ლიდერი მსოფლიო ბაზარზე.
HP-ს წლიურ შემოსავალმა 2006 წელს 91.7 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო 2007 წელს, ეს რიცხვი 104 მილიარდამდე გაიზარდა.
HP არის მსოფლიოში პირველი კომპანია კომპიუტერული ტექნიკის გაყიდვაში. კომპანია ჰეულეტ პაკარდი დაარსდა 1939 წლის 1 იანვარს ვილიამ (ბილ) ჰიულეტისა და დევიდ (დეივ) პაკარდის მიერ 538 აშშ დოლარის დაბანდებით. HP გაერთიანდა 1947 წლის 8 აგვისტოს, და საზოგადოებაში გავიდა 1957 წლის 6 ნოემბერს. თავდაპირველად ისინი ბევრ პროექტზე მუშაობდნენ. მათი პირველი ფინანსურად ყველაზე წარმატებული პროდუქცია იყო აუდიოსისტემების სატესტირებელი ხმოვანი გენერატორი Model 200A, რომელიც შეისყიდა უოლტ დისნეის სტუდიამ თითოეული 71.50 აშშ დოლარად.
1966 წელს შეიქმნა ჰიულეტ-პაკარდის პირველი კომპიუტერი. 1970-იან წლებში, კომპანიის მეინფრეიმები კონკურენციას უწევდნენ IBM-ის წარმოების ანალოგიურ მანქანებს. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების მიზნით, 1997 წელს შეიქმნა სპეციალური განყოფილება Hewlett-Packard Laboratories, რომელშიც ინვესტიციის სახით ჩაიდო 3 მილიარდი დოლარი. 2002 წელს HP კომპანია კომპაკთან (Compaq) გაერთიამდა , რის შედეგადაც მსოფლიოში მოიპოვა პერსონალური კომპიუტერების გაყიდვების ლიდერის სტატუსი.