Indesit

Indesit

იტალიური კომპანია Indesit-ი არის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი საყოფაცხოვრებო ტექნიკაში მთელ ევროპაში.სარეცხი მანქანების გარდა კომპანია უშვებს მაცივრებს, ჭურჭლის სარეცხ მანქანებს, გაზქურებს, ასევე მრავალ ჩასაშენებელ ტექნიკას.
2005 წლამდე კომპანია ატარებდა Merloni Elettrodomestici-ს სახელწოდებას. 2004 წლის 6 სექტემბერს კომპანიის აქციონერებმა მიიღეს გადაწყვეტილება სახელის შეცვლაზე. ოფიციალურ განცხადებაში სახელის გადარქმევასთან დაკავშირებით, ნათქვამი იქნა რომ ეს საშუალებას მისცემდა კომპანიას დაემყარებინა უფრო მყარი კონტაქტი კომპანიასა და მის ბრენდებს შორის. ახალი სახელწოდებისთვის ამორჩეულ იქნა სწორედ ბრენდი Indesit-ი, როგორც ყველაზე პოპულარული ბრენდი მთელს მსოფლიოში.
კომპანიის სტრატეგია მიმართულია იმაზე რომ Indesit-ის ტექნიკა იყოს სანდო და მარტივი მოხმარებაში.