LG

LG

კომპანია LG Electronics-ი დაარსდა 1958 წელს და წარმოადგენს მსოფლიო ლიდერს ინოვაციური ტექნოლოგიების, სამომხმარებლო ელექტრონიკის, ტექნიკის და მობილური კავშირის წარმოებაში, გააჩნია 110-ზე მეტი საწარმო მთელს მსოფლიოში, სადაც დასაქმებულია 82000ადამიანი.
კომპანია LG შედგება 4 ერთეულისგან: მობილური კომუნიკაციები, ციფრული საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ციფრული მონიტორები და ციფრული მედია მოწყობილობები. მსოფლიო გაყიდვების საერთო რაოდენობამ 2007 წელს შეადგინა 44 მილიარდი ამერიკული დოლარი.
კომპანია LG არის წამყვანი მწარმოებელი სტანდარტულ ტელეფონებში CDMA/GSM, კონდიციონერებში, ავტომატურ სარეცხ მანქანებში, ოპტიკური ინფორმაციის მატარებლელში, DVD-ფლეერებში, თხევადკრისტალურ ტელევიზორებში, სახლის კინოთეატრებში.