Midea

Midea

მიდეა” ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული კომპანიაა ჩინეთში. იგი ფორმალურად 1980 წლიდან შევიდა საოჯახო ტექნიკის ინდუსტრიაში, 1981წლიდან კი “მიდეა”-ს სახელით არის ცნობილი.
დღესდღეობით “მიდეა”-ს ჯგუფში 100.000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. ”მიდეა” აგრეთვე ფლობს 10-მდე ცნობილ ბრენდს სხვადასხვა ინდუსტრიაში.
ჩინეთს გარდა ”მიდეა ჯგუფმა” დააარსა 21 ფილიალი სხვადასხვა ქვეყნებში, კერძოდ: ამერიკის შეერთებულ შტატებში; ინგლისში; გერმანიასა და იაპონიაში; ასევე ჰონკონგში; კორეასა და კანადაში; რუსეთში; საფრანგეთში; მალაიზიასა და ვიეტნამში.
“მიდეა-ჰოლდინგის” ქვედანაყოფს კლიმატური ტექნიკის განხრით წარმოადგენს: “Midea Air Conditioner Equipment." იგი დაარსდა, როგორც ცალკე წარმოება 1985 წელს და უკვე 20 წელია გვიჩვენებს წარმოების ზრდის პროგრესირებად ტემპს. საერთო მოცულობა 2006 წელს იყო 12 მილიონზე მეტი კონდიციონერი.