Panasonic

კატალოგი Panasonic

Panasonic

1918 წელს ქალაქ ოსაკე-ში (იაპონია) დაარსებულ იქნა კომპანია „Matsushita Electric Industrial Ltd“ ბატონ Konosuke Matsushita-ს მიერ, რომელიც ცნობილია თავისი სავაჭრო ბრენდებით Panasonic-ი, National-ი, Technics-ი და Quasar-ი. ამ ჟამად კომპანია წარმოადგენს ერთერთ მსოფლიოში უმსხვილეს მწარმოებელს ელექტრონიკის დარგში და აწარმოებს პროდუქციის ძალიან დიდ სპექტრს: რადიოელემენტებიდან დაწყებული, ურთულესი პროფესიონალური მოწყობილობებით დამთავრებული. კომპანიის შტატი შეადგენს 270 000 თანამშრომელს, ხოლო მისი ფილალები მდებარეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
70 მილიონზე მეტი ადამიანი მთელ მსოფლიოში სარგებლობს GSM-ის სტანდარტით, რომელსაც გააჩნია ისეთი ტექნიკური შესაძლებლობები, როგორიცაა: ხმის გადაცემის შეუდარებელი ხარისხი, საუბრის კონფიდენციალურობა, ერგონომიული/მაღალხარისხიანი ტელეფონები და ა.შ.
2000 წელს Panasonic- მა წარმოადგინა მობილური ტელეფონების ახალი სერია ორმაგი დიაპაზონით, რომლებიც მუშაობენ GSM-ის — GD 30, GD50, GD90 სტანდარტით. ეს ახალი ციფრული გადაწყვეტილებებია, სადაც გაერთიანებულია კლასიკური დიზაინი, ხარისხი და საიმედოობა.
კომპანიის სლოგანია «ideas for life» — რაც გულისხმობს კონცეპტუალური იდეების განხორციელებას: მომხმარებლის ცხოვრების გაუმჯობესებას, კომფორტის შექმნას, უსაფრთხოებას. ეს ყველაფერი გამოიხატება პროდუქციის ფართო ასორტიმენტის წარმოებაში , მათ შორის არის: აუდიო, ვიდეო ელექტრონიკა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო მოწყობილობები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და კომპლექტაცია, ყველაფერი ის რაც უკლებლივ აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.