Apple

კატალოგი Apple

Apple

Apple დაარსებული იქნა 1976 წლის 1 აპრილს სტივ ჯობსის, სტივ უოზნიაკის და რონალდ უეინის მიერ. Apple საზოგადოების წინაშე პირველად ჰოუმბრიუს კომპიუტერულ კლუბში წარადგინეს. საბოლოოდ 200 კომპიუტერი იქნა აწყობილი. Apple ამერიკული მულტინაციონალური კორპორაცია, აწარმოებს სამომხმარებლო ელექტრონიკასა და მასთან დაკავშირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას. შტაბ-ბინით კუპერტინოში, კალიფორნია,
კომპანიის ყველაზე ცნობილ პროდუქტთა შორისაა მაკინტოშის სერიის პერსონალური კომპიუტერები და დაკავშირებული პერიფერიული მოწყობილობა, პორტატიული მედია-პლეერი აიპოდის სერია, და ბოლო დროს უკვე აიფონიც. Apple-ის ყველაზე განთქმული პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქციაა მაკ ოს X ოპერაციული სისტემა და აილაიფის პროგრამების პაკეტი.
Apple-ში 20,000-მდე ადამიანია დასაქმებული მსოფლიოს გარშემო და მისმა მსოფლიო გაყიდვებმა 2007 წელს 24.01 მილიარდი ამერიკულ დოლარი შეადგინა.რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის ყოველმხრივად ესთეტიკური დიზაინით თავისი კონტრკულტურული ინდი ფესვებით, ასევე თავისი სარეკლამო კამპანიებით, ეპლმა გამორჩეული რეპუტაცია მოიპოვა სამომხმარებლო ელექტრონიკის ინდუსტრიაში და კულტივირებული მომხმარებლების პლეადა წარმოშვა, რომლებიც განსაკუთრებულად ლოიალურები და თავდადებულები არიან კომპანიისა და ბრენდის მიმართ, განსაკუთრებით აშშ-ში.
1991 წელს, Apple -მა პორტატული კომპიუტერების ხაზი PowerBook გამოუშვა. 1990-იანბში Apple-ის საბაზრო წილის ვარდნა მოხდა კონკურენციის გამო რომლებიც საბოლოოდ დომინირებდნენ კიდეც
ბაზარზე. 2000-იან წლებში, Apple-მა განავრცო თავისი ფოკუსი პროგრამირების კუთხით და პროფესიონალური და პროზიუმერული ვიდეო, მუსიკალური და ფოტო წარმოების გადაწყვეტები შესთავაზა მომხმარებლებს, თავის ახალ პროდუქტებით ის წარმოაგენს "ციფრულ ცენტრს". მან ასევე გამოუშვა აიპოდი, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ციფრული მუსიკალური დამკვრელი და I Pad-ი პლანშეტური კომპიუტერი.