Ariston
კომპანია Merloni elettrodomestici დაარსდა 1975 წელს ვიტორიო მერლონის მიერ,რომელიც დღესაც მისი პრეზიდენტია. იმ დროისათვის Merloni elettrodomestici წარმოადგენდა Aristoni-ს ტექნიკას, რომელიც გახდა ლიდერი იტალიურ ბაზარზე. მოგვიანებით Aristoni-ს ტექნიკა გამოჩნდა ევროპის ყველა ქვეყანაში.
დღევანდელ დღეს Aristoni დაფუძნდა როგორც ოჯახური ბიზნესი. იტალიურმა ოჯახმა Merloni-მ სახელი გაითქვა არა მხოლოდ ეკონომიკური საფუძვლებისა და მარკეტინგის ცოდნით, ასევე კარგი გემოვნებითა და მომხმარებლის უპირატესობით მთელს მსოფლიოში. ნდობის ფაქტორი პროპორციულად იზრდებოდა ტექნიკის ხარისხთან ერთად: Ariston-ს ენდობიან იმდენად, რომ შეძენისას ორიენტირებულები არიან მხოლოდ დიზაინზე და რამოდენიმე ფუნქციონალურ შესაძლებლობებზე.
Aristoni-ს დამფუძვნებელი Vitorio Merloni ზრუნავს თავისი კომპანიის წარმატების ისეთ მნიშვნელოვან ნაწილზე, როგორიც არის მომხმარებლის მაქსიმალურად ფართო სპექტრის დაკმაყოფილება.
1980 წელს, წარმატებული გაყიდვების წყალობით, Merloni გახდა ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი საყოფაცხოვრებო ტექნიკაში. 1987 წლიდან კომპანიის აქციები გამოჩნდა მილანის საფონდო ბირჟაზე.