Asus

Asus

ASUSTeK Computer Inc. (შემოკლებით ASUS) — ტაივანური კომპანიაა, რომელიც აწარმოებს კომპიუტერულ ტექნიკას და ელექტრონიკას. ამჟამად კომპანია წარმოადგენს 3C კლასის გადაწყვეტილებების წამყვან მწარმოებელს (computers, communications, consumer electronics — კომპიუტერები, კომუნიკაციები,სამომხმარებლო ტექნიკა). ბრენდის სახელწოდება წარმოიშვა ბერძნული სიტყვა Pegasus-ისგან (სწრაფი დინება) რომელიც ბერძნულ მითოლოგიაში წარმატებისა და აღორძინების სიმბოლოდ ითვლება.
კომპანია Asus-ი დაარსებულ იქნა 1989 წელს Acer-ის ყოფილი ინჟინრების მიერ: TH Tung, Ted Hsu, Waine Hsieh, MTLiao. ამჟამად კომპანიას მართავს Jonney Shih, რომელიც პრეზიდენტის პოსტზე დაინიშნა 1994 წელს. გზა წარმატებისკენ საკმაოდ რთული და შრომატევადი აღმოჩნდა, რადგან ტაივანურ კომპანიებს არ ჰქონდათ წვდომა მსოფლიო ბაზარზე. კომპანიის თავდაპირველი მიზანი იყო ჩიფსეტების გამოშვება, მაგრამ მოგვიანებით გადაწყდა დედა დაფების წარმოება. საკუთარი დედა დაფები Asus-მა წარადგინა სპეციალურ საცდელ (სატესტო) ლაბორატორიაში Intel. Intel-მა შეაფასა დედა დაფების მაღალი ხარისხი და გაუფორმა კომპანია Asus-ს ხანგრძლივი ხელშეკრულება, რის შემდეგაც აღნიშნულმა კომპანიამ მიიღო აღიარება და კუთვნილი ადგილიც დაიკავა მსოფლიო ბაზარზე. Asus-მა გადაწყვიტა არ შეჩერებულიყო მიღწეულ წარმატებაზე და გააფართოვა გამოშვებული პროდუქციის სია. გამოშვებულ პროდუქციას შეემატა ოპტიკური usb flash-ები და ვიდეო დაფები, ხოლო 2000 წლიდან მსოფლიომ გაიცნო Asus-ის მიერ გამოშვებული ნოუთბუქებიც. აღსანიშნავია რომ Asus-ის ნოუთბუქები მსოფლიოში პირველებმა მიიღეს ТСО’99 სერტიფიკატი, რაც გულისხმობს შემდეგი მოთხოვნების (სტანდარტების) მკაცრ დაცვას: რადიაციული გამოსხივების კონტროლს, ელექტრო ენერგიის ეკონომიურ გამოყენებას, ეკოლოგიური ნორმების დაცვას და ერგონომიკას. Asus-ის ინჯინრები ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ არა მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიებს, არამედ სითბურ გამოსხივებას და აკუსტიკას, დღეს დღეობით გამოშვებული პროდუქციის ხარისხის მიხედვით კომპანია იკავებს პირველ ადგილს ტაივანურ მწარმოებლების შორის.