Bosch

კატალოგი Bosch

Bosch

BOSCH ერთერთი ყველაზე ცნობადი გერმანული ბრენდი, რომელიც აწარმოებს საყოფაცხოვრებო ტექნიკას და ელექტრონიკას. კომპანიის მიერ დამზადებული პროდუქცია ტრადიციულად გამოირჩევა მაღალი ხარისხით, საიმედოობით და ეკონომიურობით. კომპანიის მიერ გამოშვებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა აკმაყოფილებს ყველაზე მკაცრ სტანდარტებს, ხოლო ინოვაციური და უახლესი ტექნოლოგიები წარმოადგენს კომპანიის ერთერთ ძირითად მახასიათებლებს. Bosch-ი ზრუნავს მომხმარებელზე, ეს განპირობებულია იმით რომ დამზადებული (გამოშვებული) ტექნიკა მაქსიმალურად პრაქტიკული და მოსასხერხებელია (კომფორტულია). მაგალითად Bosch-ის სარეცხი მანქანები კონკურენტ კომპანიებთან შედარებით 40%-ით სწრაფია. ყველა მოდელი აღჭურვილია “Quick Wash”-ის (სწრაფი რეცხვა- 15 წუთში) პროგრამით, ეს პროგრამა იდეალურად მოუხდება იმ ადამიანებს, რომლებიც ეწევიან თანამედროვე ცხოვრებას. ასევე აღსანიშნავია Bosch-ის მაღალხარისხოვანი უთოები. მათი „სუპერ გლუვი“ ზედაპირის და შესაბამისი რეჟიმის სწორი შერჩევის შემთხვევაში გაუთოვების პროცესი ორჯერ მცირდება. Bocsh-ის ჭურჭლის სარეცხი მანქანები ერთ-ერთი ოპტიმალური გადაწყვეტილებაა მომხმარებლისთვის, გამოირჩევა თავისი ეკონომიურობით — წყლის ხარჯი შეადგენს 9 ლიტრს. რაც შეეხება კომპანიის მიერ გამოშვებულ მტვერსასრუტებს, Bosch-ი ზრუნავს არა მხოლოდ მომხმარებლის დროზე, არამედ ჯანმრთელობაზე და სისუფთავეზე,მაგალითად მოდელმა Pro-Parquet-მა მიიღო ჯილდო British Allergy Foundation-სგან, რაც კომპანიის უნაკლო რეპუტაციას ადასტურებს. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ Bosch-ის მაცივრები. კომპანიამ შეიმუშავა ახალი Antibacterial სისტემა, რომელიც იცავს მაცივრის შიდა ზედაპირს და პროდუქტებს მიკროორგანიზმებისგან.კომპანია აწარმოებს თავის პროდუქციას გერმანიის, ესპანეთის, თურქეთის , სლოვენიის, საბერძნეთის და პოლონეთის საწარმოებში. ამჟამად გერმანიაში ოთხი საწარმოა.
დღესდღეობით კომპანია Bosch-ი ითვლება ერთერთ წამყვან ლიდერად საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებაში.