Kingston
კატალოგი Kingston
კომპანია Kingston Technology Company არის მსოფლიოში უდიდესი დამოუკიდებელი მწარმოებელი მეხსიერების მოდულებში. კომპანია Kingston-ი შეიმუშავებს, აწარმოებს და აწვდის მეხსიერების მოწყობილობებს კომპიუტერებისთვის, ლეპტოპებისთვის, სერვერებისა და პრინტერებისთვის, ასევე PDA-ს ფლეშ მეხსიერებისთვის, მობილური ტელეფონებისთვის, ციფრული კამერებისთვის და MP3 ფლეერებისთვის. კომპანია Kingston-ს საწარმოო ობიექტი აქვს ა.შ.შ-ში (კალიფორნია), მალაიზიაში, ტაივანსა და ჩინეთში.კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს ა.შ.შ-ში, ხოლო ოფიციალური წარმომადგენლობა დიდ ბრიტანეთში, ევროპაში, რუსეთში, თურქეთში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, ინდოეთში, ტაივანში, ჩინეთსა და ლათინურ ამერიკაში.