გარანტია
საგარანტიო მომსახურება არ ვრცელდება
- პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომელიც მოყვება პროდუქტს;
- პროგრამულ უზრუნველყოფაზე და ინფორმაციაზე, რომელიც არ მოყვება პროდუქტს და დაყენებულია ან შექმნილია მომხმარებლის მიერ;
- მომხმარებლის ინფორმაციაზე, რომელიც ინახება ან მიღებულია პროდუქტის საშუალებით.
მომხმარებელი თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას ინფორმაციის შენახვაზე და დაცვაზე, სახარჯ მასალაზე, რომელიც ექსპლუატაციის დროს პერიოდულად საჭიროებს შეცვლას.
ყველა სახის პროდუქტის ელემენტებზე, რომელიც შედის სტანდარტულ კომპლექტაციაში:
- დისტანციური მართვის პულტებზე, დასატენ ელემენტებზე, შიდა კვების ბლოკზე და სატენ მოწყობილობებზე, კარტრიჯებზე, ფილტრებზე, შტატივებზე, ცვლად ლამფებზე;
- შემაერთებელ სადენებზე, ანტენებზე, ყურსასმენებზე, მიკროფონებზე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მატარებლებზე ( დისკები, მეხსიერების ბარათები და სხვა );
- მანჟეტებზე, სალტეებზე, სადენებზე, სამონტაჟო მოწყობილობებზე, დოკუმენტაციაზე რომელიც მოყვება პროდუქტს.
საგარანტიო მომსახურება ანულირდება შემდეგ შემთხვევებში
- თუ მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია პირადი (საოჯახო) გამოყენებისათვის, გამოიყენებოდა სამეწარმეო საქმიანობაში, არადანიშნულებისამებრ;
- თუ ექსპლუატაციის და მონტაჭის წესები დარღვეულია და არ შეესაბამება ინსტრუქციით გათვალისწინებულ პირობებს;
- თუ მოწყობილობაზე შეიმჩნევა არაკვალიფიციური რემონტის კვალი;
- თუ დეფექტი გამოწვეულია კონსტრუქციის ვიზუალური ცვლილებით, მოწყობილობის სქემის ან საბაზო პროგრამული უზრუნველყოფის შეცვლით;
- თუ მოწყობილობის სერიული ნომერი წაშლილია ან შეცვლილია;
- თუ დაკარგულია ან მოხსნილია პლომბი და სტიკერი;
- თუ მოწყობილობაზე შეიმჩნევა ვიზუალური დეფექტი;
- თუ მოწყობილობაზე დაზიანებულია ან წაშლილია მწარმოებლის ნიშნულები ( Model, S/N, P/N );
- თუ მოწყობილობა დაზიანებულია ელექტრო ან მექანიკური ზემოქმედებისგან;
- თუ მოწყობილობა და მისი შემადგენელი ნაწილები დაზიანებულია თერმული ზემოქმედებისგან;
მონტაჟი და გამართვა
მოწყობილობის მონტაჟი და გამართვა შესაძლებელია მოხდეს მომხმარებლის ან შესაბამისი სპეციალისტის მიერ, დოკუმენტაციაში აღწერილი ინსტრუქციის მიხედვით. თუ ინსტრუქციაში მითითებულია, რომ მონტაჟი შესრულებული უნდა იყოს სპეციალისტის მიერ, აუცილებელია მიმართოთ შესაბამისი პროფილის სპეციალისტს. მონტაჟზე პასუხისმგებლობა ეკისრება სამუშაოს შემსრულებელს. მოწყობილობის გამართული მუშაობისათვის და უფასო საგარანტიო მომსახურების მიღებისათვის მნიშვნელოვანი, რომ მონტაჟი განხორციელდეს ინსტრუქციაში მითითებული წესების დაცვით.
საგარანტიო მომსახურების ფარგლებში პროდუქტის შეცვლა/დაბრუნება
- მყიდველს შესაძლებლობა აქვს რეალიზაციიდან 7 დღის განმავლობაში გამოცვალოს ან დააბრუნოს შეძენილი პროდუქცია, იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ვიზუალური (გასაყიდი) სახე, სრულადაა წარმოდგენილი კომპლექტაცია და არ არის ნამყოფი ექსპლუატაციაში.
- თუ პროდუქტს აღმოაჩნდა ქარხნული დეფექტი რეალიზაციიდან 7 დღის განმავლობაში, შესაძლებელია მისი გამოცვლა ან დაბრუნება, მომხმარებლის სურვილისამებრ.
- წუნდებულ პროდუქტზე დიაგნოზის დასმა უნდა მოხდეს არა უგვიანეს 3 დღისა.
- თუ წუნდებულ პროდუქტზე, რომელიც ექვემდებარება საგარანტიო მომსახურებას, გარანტიის გამცემი (მწარმოებელი) ვერ ახერხებს სერვის პროვაიდერის სათანადო დეტალებით უზრუნველყოფას 30 დღის განმავლობაში, პროდუქტი იცვლება.
მხარეთა პასუხისმგებლობა
შპს ჰოთსპოტი იხსნის პასუხისმგებლობას გაყიდული საქონლით მიყენებულ ყველანაირ ზიანზე (პირდაპირი, ირიბი), რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ექსპლუატაციის, მონტაჟის და მოხმარების წესების არ დაცვით.
უფასო საგარანტიო სერვის მომსახურება ვრცელდება მხოლოდ ქარხნული დეფექტის შემთხვევაში, თუ დაცულია მონტაჟის და მოხმარების წესები.